იბანეზის ბრენდი
Ibanez (აიბენეზი) — მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული გიტარის ბრენდი, რომელსაც ფლობს კომპანია Hoshino Gakki მდებარეობს ნაგოია, იაპონია–ში. Hoshino Gakki იყო პირველი იაპონური გიტარის კომპანია, რომელმაც წარმატებას მიაღწია აშშ–სა და ევროპაში თავიანთი აიბენეზის გიტარებით. მოგვიანებით სხვა იაპონური კომპანიებიც გამოვიდნენ თავიანთი გიტარებით ამ ბაზარზე, მაგალითად ESP.
კომპანია Hoshino Gakki
კომპანია Hoshino Gakki გაჩნდა 1908 წელს, როგორც მუსიკალური ინსტუმენტების გაყიდვის განყოფილება კომპანია Hoshino Shoten–ში. თავიდან ეს კომპანია ყიდდა წიგნებს. 1935 წელს მათ დაიწყეს საკუთარი სიმიანი ინსტუმენტების წარმოება. 1960 წლამდე მათ დასავლეთის ბაზარზე მხოლოდ უმნიშვნელო ადგილი ეკავათ.
მათ დაიწყეს ესპანური გიტარების იმპორტი ესპანელი ოსტატი სალვადორე იბანესისაგან (Salvador Ibáñez, 1854 - 1920), მაგრამ როდესაც ესპანური სამოქალაქო ომის (1936 - 1939) დროს განადგურდა გიტარების სახელოსნო და უკვე მიუწვდომელი გახდა გიტარები. ამ გიტარების დიდი პოპულარულობის გამო იაპონელებმა შეისყიდეს უფლებები სამარკო ნიშან Ibanez–ზე და დაიწყეს საკუთარი აკუსტიკური გიტარების გამოშვება. თავდაპირველად სახელ Ibanez Salvador–ით, ხოლო შემდეგ Ibanez–ით [1].
Ibanez–ის გიტარების თანამედროვე ერა
Ibanez–ის გიტარების თანამედროვე ერა დაიწყო 1957 წელს. 1950–იანი და 1960–იანი წლების კატალოგებში იყო გიტარები, რომლებსაც ჰქონდათ უცნაური ფორმა. 1960–იანების ბოლოს რამდენიმე გიტარა ძალიან ჰგავდა Hagström–ისა და EKO–ს ინსტრუმენტებს. Hoshino Gakki აიბენეზის გიტარების საწარმოებლად იყენებდა გიტარის ფაბრიკა Teisco–ს მას შემდეგ, რაც მათ შეწყვიტეს საკუთარი გიტარების წარმოება 1966 წელს. 1969/1970 წლებში ფაბრიკა Teisco–ს დახურვის შემდეგ Hoshino Gakki აიბენეზის გიტარების უმრავლესობის საწარმოებლად იყენებდა ფაბრიკა FujiGen Gakki–ს. ასევე შეიცვალა აიბენეზის ლოგოტიპი გიტარის თავზე, ის უფრო თანამედროვე გახდა.
- JS – Joe Satriani
- Universe and JEM – Steve Vai
- PGM – Paul Gilbert
- NDM2 – Noodles
- APEX – Munky
- E-Gen – Herman Li
- STM2 – Sam Totman
- ORM – Omar Rodriguez
- MBM – Matt Bachand
- HRG – H. R. Giger
- GB – George Benson
- PM – Pat Metheny
- SM – John Scofield
- AT – Andy Timmons
- SDB – Sharlee D'angelo
- PGB – Paul Gray
- GWB – Gary Willis
- MDB – Mike D'Antonio
- DTB – Dionald Tubang
ცნობილი მუსიკოსები, რომლებმაც ამჯობინეს Ibanez
- ჯო სატრიან უკრავს JS სერიის გიტარებზე.
დარონ მალაქიანი ჯგუფი System of A Down-დან Ibanez–ის ყოფილი ენდორსერი(ამჟამად ის უკრავს გიბსონის გიტარაზე – სერია SG). თავიდან უკრავდა Iceman–ის გიტარებზე, ხოლო შემდეგ Ibanez–მა მას პირადი გიტარა DMM1 გაუკეთა.

ლუკა ტურილი ნეოკლასიკური გიტარისტი, Rhapsody–ს ლიდერი, იყენებს გიტარა Ibanez Roadstar 550–ს.


რეჯინალდ არვიზუ ჯგუფი KoRn–დან უკრავს გიტარა Ibanez K5–ზე.

სთივ ვაი უკრავს გიტარებზე სერიიდან JEM

და ბოლოს შემოგთავაზებთ ერთ–ერთი საუკეთესო გიტარისტის ვიდეოს,იბანეზის გიტარაზე შესრულებულს:
წყარო:http: //ka.wikipedia.org/wiki/Ibanez
http://guitars.ge/index.php?showtopic=166&pid=28999&mode=threaded&start=0#entry28999
https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=qCSysw7IQcE
No comments:
Post a Comment